Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=667405&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების და მარაგების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების და მარაგების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: გსმ სერვისი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
კომპანია "გსმ სერვისი" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით.

კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების და მარაგების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

პოზიციის შესახებ

კომპანიის ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვებისა და სასაწყობე პროცესების მართვა - ორგანიზება.

შესასრულებელი სამუშაო

** კომპანიის საწყობის მართვისა და შესყიდვის პოლიტიკების შემუშავება/ დამტკიცება;
** გეგმის მიხედვით განსაზღვრული შესყიდვების უზრუნველყოფა და ბიუჯეტის კონტროლი;
** მომწოდებლების მოძიება, ბაზების წარმოება და მოთხოვნის მიხედვით შესყიდვების პროცესის მართვა კომპანიისათვის ეფექტურობის გაზრდისა და დანაზოგების მიღწევის მიზნით;
** შესყიდვებისა და სასაწყობე პროცესების აღრიცხვის პროგრამასთან და არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** იმპორტის მოცულობების სწორად დაგეგმარება და ღირებულებათა ჯაჭვის გაანგარიშება;
** პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება და სასაწყობე მარაგების კონტროლი;
** ნაწილების ჩამოწერების კონტროლი სასაწყობე ნაშთების სწორი ბრუნვის უზრუნველსაყოფად;
** ნაწილებზე მინიმალური რაოდენობის ზღვარის განსაზღვრა და მათი კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;
** რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე: hr@gsmservice.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია