Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი ბილიონი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
სუპერმარკეტების ქსელი "ბილიონი", რომელიც საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, წლებია მომხმარებელს სთავაზობს 20000 და მეტი დასახელების სასურსათო და საყოფაცხოვრებო/სამშენებლო პროდუქციის არჩევანს და უწევს მათ მაღალხარისხიან მომსახურებას.

"ბილიონი"-ს მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული, უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალხარისხიანი მომსახურება, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა და კომფორტული სივრცე. ამ ღირებულებების შენარჩუნება/განვითარებისთვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური კაპიტალის განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

კომპანია "ბილიონი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა.

ძირითადი მოთხოვნები:

სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის კომპანიის სტანდარტების მიხედვით განლაგების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის თაროებზე სწორად განლაგებისა და ვიზუალური წარმოდგენის კონტროლი;
** ფასების, აქციებისა და სარეკლამო მასალების განთავსება;
** პროდუქციის ნაშთების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მარაგის შევსებაზე ინფორმაციის მიწოდება;
** ახალი პროდუქციის განლაგების ორგანიზება და სეზონური/პრომო ზონების მოწყობა;
** მაღაზიის პერსონალთან ეფექტური კომუნიკაცია.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობისა და დაგეგმვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და გუნდში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე hr@bilioni.ge გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მერჩენდაიზერი" წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება თქვენი CV-ს განხილვა.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.

ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე