Робота для біженців з України
ქსელის ტესტერი/QA სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის ტესტერი/QA სპეციალისტი
მომწოდებელი: Lemondo
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
კომპანია "Lemondo" აცხადებს ვაკანსიას Software Tester / QA Specialist.

ვეძებთ როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ ტესტერებს. Lemondo დაარსდა 2010 წელს და არის წამყვანი IT დეველოპერული კომპანია საქართველოში. კომპანიას შექმნილი აქვს არაერთი ვებ პროექტი როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის (Ss.ge, Quickshipper, Roamingo, House.ge, Domenebi.ge და სხვ.), ასევე მსოფლიო ბაზრისთვის (მობილური აპლიკაციები და სხვადასხვა პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტები).

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ვებ და მობილური აპლიკაციების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი
** ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი, ტესტ ქეისების შექმნა და შესაბამისი ტესტირება
** ტესტირების შედეგად იდენტიფიცირებული ხარვეზების ანალიზი, აღწერა და დოკუმენტირება
** პროექტში ჩართულ მხარეებთან (დეველოპერები, პროექტის მენეჯერები) მჭიდრო კომუნიკაცია და რეპორტინგი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა
** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროცესებისა და მეთოდების ცოდნა (პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** ტექნიკური განათლება ან ტექნოლოგიების მიმართ დიდი ინტერესი
** დეტალებზე ორიენტირების ძლიერი უნარები

სასურველი მოთხოვნები:

** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების ავტომატიზაციის გამოცდილება
** ტესტირების ინსტრუმენტების ცოდნა: (მაგ: Selenium, Cypress, Postman და სხვ.)
** AI ინსტრუმენტების გამოყენების უნარი ტესტირების პროცესში (მაგ., ბაგების სწრაფი იდენტიფიკაცია, ტესტ ქეისების გენერაცია და სხვა)
** Jira / Trello ან მსგავსი Task management სისტემების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად კვლევის უნარი
** განვითარების სურვილი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-19:00, შაბათ-კვირის და დღესასწაულების გარდა)
** ანაზღაურება: (Junior/Mid) დონის ტესტერებისთვის გამოცდილების შესაბამისად + ჯანმრთელობის დაზღვევა
** თანამედროვე ოფისი, ენერგიული, მეგობრული და პროფესიონალების გუნდი

შერჩევის პროცესი:

შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, პირველადი გასაუბრების შემდეგ.

"Lemondo"-ს მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. თუ ხართ მოტივირებული, გაგაჩნიათ საჭირო ცოდნა, გამოცდილება და სურვილი მიიღოთ მონაწილეობა ინოვაციური პროდუქტების შექმნაში,

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@lemondo.com და Subject-ში (წერილის სათაურში) აუცილებლად მიუთითეთ: "Software Tester / QA Specialist".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე