Робота для біженців з України
ციფრული მარკეტინგის და ვებ-მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის და ვებ-მენეჯერი
მომწოდებელი: მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აქტიურად ახორციელებს სამედიცინო აპარატურის იმპორტს. ორგანიზაციის მისია, თანამედროვე სამედიცინო ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი, სრული და ხარისხიანი სამედიცინო აპარატურით უზრუნველყოფაა. კომპანიის პერსონალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ინჟინრებით და მისი ძირითადი პრიორიტეტი თანამედროვე და ხარისხიანი სამედიცინო აპარატურის იმპორტია. კომპანია "მედიქალ ვორლდის" ერთ-ერთი მიმართულებაა Medical World Spa&Wellness, რომელიც მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზეა ორიენტირებული.

"მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის და ვებ-მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** დისტანციური მუშაობა
** ანაზღაურება: 1000 ₾-დან გამოცდილების მიხედვით

ფუნქცია-მოვალეობები:

** ვებსაიტების მართვა და კონტენტის განახლება (WordPress, Laravel);
** SEO და ვებსაიტის ოპტიმიზაცია;
** სოციალური მედიის არხების მართვა
** ციფრული რეკლამების მართვა (Meta Ads) და შედეგების ანალიზი;
** ყველა ციფრული აქტივობის ადმინისტრირება და მხარდაჭერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** WordPress/Laravel, Facebook Ads Manager, SEO, Google Analytics/Search Console-ის ცოდნა;
** გრაფიკული პროგრამების (Photoshop, Illustrator) ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
** ბენეფიტები : ფასდაკლება ანალიზებზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც)

კანდიდატები, გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: https://mworld.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr.mwlab@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე