Робота для біженців з України
რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: ქვიქტესტი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
ავტომობილების ინსპექტირების ცენტრი "ქვიქტესტი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის თანამდებობაზე.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: თბილისი

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** ანაზღაურება: 1000 ლარი
** ბენეფიტები: კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით

ძირითადი მოთხოვნა:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ჩაითვლება პრიორიტეტად);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებელთა მიღება/დარეგისტრირება;
** მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** მომხმარებელთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებელთა დახმარება ავტომატიზებულ სისტემებთან მუშაობისას;
** რიგის მართვის სისტემა, სწრაფი გადახდის აპარატები და ბანკომატები

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება;
** გუნდურობა;
** მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე - info@qt.ge გთხოვთ, პოზიციის დასახელება მიუთითეთ ელფოსტის სათაურში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე