დასახელება:
ავტო მექანიკოსი
|
მომწოდებელი:
G&A Group
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
|
G&A Group - საქართველოს წამყვანი კომპანია ნახევრად მზა საკვები პროდუქტების წარმოებაში აცხადებს ვაკანსიას ავტო მექანიკოსის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლიან, პუნქტუალურ და დაუზარელ თანამშრომელს კომპანიის ავტოპარკის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის.
ვაკანსია: ავტო მექანიკოსი - ადგილზე შესწავლით.
ავტო მექანიკოსად მუშაობის გამოცდილება არ არის სავალდებულო, თუ ხარ მოტივირებული, და გსურს შეისწავლო ავტომობილების შეკეთება.
ადგილმდებარეობა: თბილისი
დაგვიკავშირდით დაინტერესების შემთხვევაში ნომერზე: 599 44 59 99
ძირითადი მოვალეობები:
** ავტოპარკში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება
** მცირე მექანიკური და ელექტრო სისტემების შეკეთება
** გეგმიური სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება
** ავტონაწილების საჭიროებების დაფიქსირება და ტექნიკური ჯგუფის ინფორმირება
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკური სამუშაოების შესრულების უნარი
** სიზუსტე, პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა
** შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი
კომპანია სთავაზობს:
** სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას
** სასიამოვნო და კომფორტულ სამუშაო გარემოს
** გამოცდილების შესაბამისად ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** პროფესიულ განვითარებას და სწავლების შესაძლებლობას
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gagroup.com.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|