Робота для біженців з України
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კოორდინატორი
მომწოდებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი და პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82
** სამუშაო განრიგი: სრული (10:00-18:00 საათი ან 09:00-17:00 საათი)
** შრომის ანაზღაურება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად: 1000-1200 ლარი, კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე (ხელზე ასაღები).

ძირითადი მოვალეობები:

** უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით სასწავლო/შეფასების პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის ადმინისტრირება, აუცილებელი საორგანიზაციო, საინფორმაციო და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** სტუდენტთა ადმინისტრაციული და საინფორმაციო მხარდაჭერა;
** სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში მუშაობის/ანალოგიური ფუნქციის შესრულების არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში მუშაობის/ანალოგიური ფუნქციის შესრულების გამოცდილების არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა და წარმატებით დასრულების შემდეგ დასაქმება;
** საკანონმდებლო აქტების ცოდნა:

- უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი;
- უმაღლესი განათლების მარეგულირებელი სხვა საკანონმდებლო აქტები.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

პერსონალის შერჩევის ეტაპებია:

** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება;
** დავალების შესრულება.

დამატებითი ინფორმაცია

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: vacancy@btu.edu.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 25 სექტემბერი

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით vacancy@btu.edu.ge

შენიშვნა:

** ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
** პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ვაკანსიებზე მისი კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა უნივერსიტეტის ავტორიზაციის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიზნებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე