Робота для біженців з України
მომხმარებელთა გამოცდილების მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა გამოცდილების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში მომხმარებელთა გამოცდილების მართვის სპეციალისტი პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** მომხმარებლის უკუკავშირის სისტემური შეგროვება სხვადასხვა არხებიდან (ზარები, ონლაინ ჩატი, სოციალური მედია, ფილიალები, კვლევები).
** NPS, CES, CSAT, CSI და სხვა ინდექსების მონიტორინგი, ანგარიშგება და ტრენდის ანალიზი.
** მომხმარებლის მოგზაურობის (Customer Journey) რუკების შექმნაში და განახლებაში მონაწილეობა.
** პრობლემური წერტილების იდენტიფიცირება და შესაბამისი გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება.
** თანამშრომელთა ტრენინგების და სამუშაო ინსტრუქციების/სკრიპტების მომზადებაში მონაწილეობა.
** მომხმარებლის პრეტენზიების ანალიზი და გაუმჯობესების პროცესში ჩართულობა.
** სხვადასხვა დეპარტამენტთან (გაყიდვები, სერვისი, მარკეტინგი) მჭიდრო თანამშრომლობა CX პროექტების ეფექტურად განსახორციელებლად.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1789

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე