დასახელება:
ოფის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბესტი ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
|
შპს "ბესტი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ხუდია ბორჩალოელის 23;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
ანაზღაურება: 2 000 ლარი;
ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:
** ორგანიზაციის ელფოსტის კონტროლი და წერილებზე პასუხი;
** მიმდინარე პროექტების დედლაინების მონიტორინგი და კონტროლი;
** თანამშრომლების გაფორმება, მივლინებებისა და შვებულებების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება;
** საქმიანი შეხვედრების ორგანიზება და პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
** ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია;
** შრომითი ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და მონიტორინგი;
** საოფისე მასალებისა და ინვენტარის აღრიცხვა და მართვა;
** სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოება (№01-15/ნ ბრძანების შესაბამისად);
** ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელობისთვის;
** ხელმძღვანელის სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - აუცილებელია;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** Microsoft Word-ისა და Excel-ის ცოდნა.
გთავაზობთ:
** სტაბილური და კომფორტული სამუშაო გარემო;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე:
info@bestgroup.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიცია - "ოფის მენეჯერი"
|
|
|
|