დასახელება:
ხარისხის კონტროლის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
G&A Group
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
|
შპს "G&A Group" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის თანამდებობაზე.
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 3500 ლარიდან (მზარდი)
მოთხოვნა: მაღალი კვალიფიკაცია
კომპანიის შესახებ:
"G&A GROUP" არის მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტსა და "რერასა" და "ხინდას" ნახევარფაბრიკატების წარმოება-დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.
პოზიციის აღწერა: ხარისხის კონტროლის მენეჯერი უზრუნველყოფს საწარმოო პროცესების, ნედლეულის, პროდუქციისა და პერსონალის ჰიგიენის მონიტორინგს, შესაბამის სტანდარტებზე დაყრდნობით.
ძირითადი ფუნქციები:
** წარმოების პროცესის ყველა ეტაპის კონტროლი
** სინჯების აღება და მიკრობიოლოგიური კვლევების ჩატარების მონიტორინგი.
** CCP მონიტორინგი და შედეგების ანალიზი
** ჰიგიენის, დასუფთავებისა და დეზინფექციის ტესტირება
** პროცესების დოკუმენტირება და რეპორტინგი
** დარღვევებზე რეაგირება და მათი მიზეზების ანალიზი
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინ. 3-წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** პროფილური უმაღლესი განათლება
** ISO და HACCP სტანდარტების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა
საჭირო უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** დროის მართვის უნარი
** ინიციატივიანობა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hr@gagroup.com.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ხარისხის კონტროლის მენეჯერი".
|
|
|
|