Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: კლიონ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
შპს "კლიონ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მოსკოვის გამზ. 8

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის მიღება, წარმოება, დაარქივება და საბუღალტრო ბაზაში ასახვა;
** სალაროს/ბანკის ოპერაციების ყოველდღიური ასახვა ბუღალტრულ პროგრამებში და მათი კონტროლი;
** რეალიზაციების ყოველდღიური ასახვა პროგრამაში;
** საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ასახვა და კონტროლი;
** სასაქონლო ზედნადებებისა და მიღებული მომსახურების აღრიცხვა პროგრამაში;
** სხვა მსგავსი საბუღალტრო ოპერაციების შესრულება;
** RS.GE-ზე მუშაობა

კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსების მიმართულებით);
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა 1C ცოდნა;
** აუცილებელია რუსული და სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური/მათემატიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურობა;
** შრომისმოყვარეობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე რუსულ ენაზე ელმისამართზე kokoeva.t@kliongroup.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე