დასახელება:
საგადასახადო აუდიტის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
Kreston Georgia
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
|
"Kreston Georgia", საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის "Kreston Global"-ის წევრი, აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტში — აუდიტორის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1000-1500₾ (Net), გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
დამატებითი ბენეფიტები: უწყვეტი პროფესიული სწავლებისა და განვითარების სისტემა
ძირითადი მოვალეობები:
** მონაწილეობა საგადასახადო აუდიტორულ პროექტებში, საგადასახადო აუდიტორის ინსტრუქციებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** საგადასახადო აუდიტის ფარგლებში ჩასატარებელი გაანგარიშებების მომზადება;
** დეკლარირებული მონაცემების ანალიზი და დამუშავება;
** პირველადი დოკუმენტაციის შემოწმება;
** სხვადასხვა ტექნიკური და ანალიტიკური დავალებების შესრულება საგადასახადო პროექტების ფარგლებში.
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან/და ფინანსების მიმართულებით;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (განსაკუთრებით Excel-ში მუშაობის უნარი);
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა (სხვა ენები უპირატესობად ჩაითვლება);
** ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო ცოდნა;
** ACCA-ს ჩაბარებული მოდულები ჩაითვლება უპირატესობად;
** 1 წლამდე გამოცდილება ფინანსურ სფეროში;
** საბუღალტრო პროგრამების (მაგ., Oris, Balance, Fina და სხვ.) საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
** კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** მოტივაცია და განვითარებისკენ სწრაფვა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს ჰიბრიდული სამუშაო მოდელით;
** საინტერესო და მრავალფეროვან პროფესიულ გამოცდილებას;
** კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის რეალურ შესაძლებლობებს;
** უნივერსიტეტთან შეთავსებად გრაფიკს;
** თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებსა და სწავლების დაფინანსებას;
** სამედიცინო დაზღვევას.
შერჩევის პროცესი:
** I ეტაპი: ტესტირება (საგადასახადო კანონმდებლობა, ბუღალტერია, Excel)
** II ეტაპი: გასაუბრება (ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში)
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: tax.vacancy@kreston.ge. დასახელების ველში მიუთითეთ სასურველი პოზიცია: საგადასახადო აუდიტის ასისტენტი
განცხადებები პოზიციის დასახელების გარეშე არ განიხილება.
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.
|
|
|
|