Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: დეველოპერული კომპანია
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მარკეტინგის მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და აღსრულება;
** მარკეტინგული აქტივობების შემუშავება, დაგეგმვა და მართვა;
** პარტნიორებთან მოლაპარაკება და აქტივობების შემუშავება;
** კონტენტ სტრატეგიის შედგენა და მართვა;
** საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და მონიტორინგი;
** სოციალური მედია პლატფორმების (Facebook, Instagram, TikTok და სხვ.); სტრატეგიის შექმნა და მისი განხორციელება;
** ყოველკვირეული და თვიური კონტენტის კალენდრის შედგენა და მისი მართვა;
** აქტიური მუშაობა კონტენტის შექმნაზე გუნდის წევრებთან ერთად;
** ქსელში არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე შესაბამისი პროდუქციის პოპულარიზაცია;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია (Facebook Ads Manager და სხვა ხელსაწყოებით);
** შედეგების ანალიზი და შესაბამისი რეპორტების მომზადება;
** სოციალური მედიის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და ინოვაციური მიდგომების დანერგვა;
** მარკეტინგის დეპარტამენტში შემავალი გუნდის დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება;
** მარკეტინგის დეპარტამენტის გუნდის მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესში წარმოშობილი სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** კრეატიულობა;
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, დიჯითალ მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა (სხვა დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელმისამართზე:
Careerholding1@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე