დასახელება:
დამფუძნებლის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
ჩვენ ვართ "არქი" წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ დამფუძნებლის თანაშემწეს და გთავაზობთ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** დამფუძნებლის დავალებით, შეხვედრების, ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა მიმდინარე სტრატეგიულ ამოცანებთან და პროცესებთან დაკავშირებით;
** შეხვედრებზე განხილული საკითხების ამსახველი ოქმების წარმოება და შესაბამისი რეპორტინგი;
** ქართულ და ინგლისურ ენაზე დოკუმენტების მომზადება;
** მიღებული კორესპონდენციის განხილვა და პასუხის მოსამზადებლად სრულყოფილი ინფორმაციის უზრუნველყოფა;
** დამფუძნებლისათვის მივლინებების ორგანიზება;
** სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზების წარმოება და პერიოდული განახლება;
** პრეზენტაციების მომზადება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის მართვის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა;
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
შერჩევის ეტაპები მოიცავს IQ-ს ტესტირებასა და თარგმანს ქართულიდან ინგლისურად და ინგლისურიდან ქართულად.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|