დასახელება:
მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
Coinet
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
"Coinet" არის საქართველოში დაფუძნებული, სწრაფად მზარდი და VASP ლიცენზირებული ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უსაფრთხო, მოსახერხებელ და გამჭვირვალე გადაწყვეტილებებს ვირტუალური აქტივებით ვაჭრობისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
** ონლაინ ჩატის, სოციალური ქსელების და ელ.ფოსტის საშუალებით მომხმარებელთან კომუნიკაცია და დახმარება;
** მომხმარებელთა შეკითხვებზე დროული პასუხის გაცემა;
** პრობლემური შემთხვევების იდენტიფიცირება და გადამისამართება შესაბამის გუნდთან.
მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** გამართული წერილობითი კომუნიკაცია;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარები;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@coinet.ge, 2025 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი
|
|
|
|