Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=667213&print=yes&view=jobs
 
მეწარმეობის მასწავლებელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეწარმეობის მასწავლებელი
მომწოდებელი: ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
"ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას მეწარმეობის მასწავლებლის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

პროგრესი 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ.
პროგრესს ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced, " ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.

ეს ყოველივე პროგრესს ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!

ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!
მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://www.schoolprogress.ge/

პოზიციის მიზანი:

მეწარმეობის მასწავლებლის ძირითადი მიზანია მოსწავლეებისთვის მეწარმეობრივი აზროვნების, ბიზნესის დაგეგმვის, ინოვაციური იდეების გენერირებისა და ფინანსური წიგნიერების საფუძვლების სწავლება. მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეთა პრაქტიკული უნარების განვითარებას რეალურ პროექტებსა და გუნდურ მუშაობაში .
ძირითადი მოვალეობები:

** მეწარმეობის საგნის სწავლება, სახელმწიფო და საგანმანათლებლო დაწესებულების კურიკულუმის შესაბამისად
** სწავლების ინტერაქტიური მეთოდების გამოყენება
** ბიზნესგეგმის შედგენის და სტარტაპ იდეების შექმნის პროცესის ხელმძღვანელობა
** შემოქმედებითი, ანალიზური და კრიტიკული აზროვნების წახალისება
** გუნდური პროექტების ორგანიზება და მენტორობა
** შეფასების სისტემის მართვა: ტესტების, პრეზენტაციების, პროექტების შეფასება
** საჭირო მასალების მომზადება და არსებული სასწავლო რესურსების გამრავალფეროვნება
** მოსწავლეების პროგრესის მონიტორინგი და ინდივიდუალური მხარდაჭერა საჭიროებისამებრ
** მონაწილეობა საგანმანათლებლო ტრენინგებსა და სემინარებში

კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან შესაბამის სფეროში
** სასურველია პედაგოგიური სერტიფიკატი და მეწარმეობის სწავლების გამოცდილება
** თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიების ცოდნა და გამოყენების უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა, მინიმუმ, B1 დონეზე

უპირატესობად ჩაითვლება:

** გამოცდილება სტარტაპების, მცირე ბიზნესის ან ეკონომიკური განვითარების პროექტებში.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობა იმუშაო ინტელექტუალურად გამორჩეულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან;
** კარიერული წინსვლის პერსპექტივა;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.

ადგილმდებარეობა: ბათუმი, შამილაძის #30
სამუშაო დრო: შეთანხმებით
ვაკანტური ადგილი: 1

რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ: hr.batumi@schoolprogress.ge მეილის სათაურში მიუთითეთ: მეწარმეობის მასწავლებელი.

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 579 333370
გასაუბრებასთან დაკავშირებით დავიბარებთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
მადლობა დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია