Робота для біженців з України
უძრავი ქონების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების კონსულტანტი
მომწოდებელი: IPG - უძრავი ქონების საინვესტიციო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
კომპანიის შესახებ:

"IPG" უძრავი ქონების საინვესტიციო ჯგუფი საიმედო პარტნიორი კომპანია, სადაც გაგიწევენ სრულ კონსულტაციას, დაგემხარებიან რომ შეარჩიოთ და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი უძრავი ქონება.

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს უძრავი ქონების კონსულტანტის პოზიციაზე.

ფუნქციები და მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
** კლიენტების სურვილისა და საჭიროებების იდენტიფიცირება;
** შესაბამისი უძრავი ქონების შეთავაზება;
** ბაზარზე არსებული გასაყიდი ქონების მუდმივი კონტროლი და ინფორმაციის განახლება;
** კონტრაქტორ დეველოპერებთან ურთიერთობა და ახალი შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიღება;
** კლიენტებთან პროფესიული კონსულტაცია და მათთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სტუდენტიც შეიძლება);
** სასურველია გაყიდვებში ან კლიენტებთან კომუნიკაციის გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა, აქტიურობა და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა, ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Office, ინტერნეტი, სოციალური ქსელები);

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მეგობრული და დამხმარე გუნდი;
** პროფესიული განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობა;
** კარიერული ზრდის პერსპექტივა უძრავი ქონების სფეროში;
** ანაზღაურება და საბონუსე სისტემა ინდივიდუალურადვე, გამოცდილებიდან გამომდინარე;

თუ ფიქრობ, რომ ამ სფეროში კარიერის დაწყება შენთვის საინტერესოა და გაქვს მოტივაცია, გამოგვიგზავნე შენი CV ელექტრონულ ფოსტაზე info@ipg.ge, დანიშნულებაში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე