დასახელება:
საბაჟო ოპერაციების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
თბილისის თამბაქო
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
|
სს "თბილისის თამბაქო" აცხადებს ვაკანსიას საბაჟო ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საბაჟო კანონმდებლობის და პროცედურების საფუძვლიანო ცოდნა;
** ASYCUDA WORLD-ში მუშაობის, დეკლარირების გამოცდილება;
** MS Office-სა და ვებპორტალ rs.ge-ზე მუშაობისათვის საჭირო ბაზისური უნარების ფლობა;
სამუშაოს ზოგადი აღწერა:
** იმპორტის, საწყობის, საწყობიდან იმპორტის, ექსპორტის, შიდა გადამუშავების და შიდა გადამუშავებიდან ექსპორტის საბაჟო ოპერაციების განხორციელება;
** თბილისის და აეროპორტის გეზში შემოსული ტვირთების მომსახურება (გაფორმების, ტრანსპორტირების უზრუნველყოფა);
** საბაჟო საწყობში არსებული ნაშთების კონტროლი და შემოსავლების სამსახურისათვის შესაბამისი ანგარიშგების წარდგენა;
** საბაჟო კანონმდებლობაში ცვლილებების მონიტორინგი;
სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე 10:00-დან 18:00-მდე (შაბათისა და კვირის გარდა);
პოზიცია არ ვარაუდობს დისტანციურ დასაქმებას, ივარაუდება ოფისში დასწრება.
დამატებითი მოთხოვნები:
** მობილურობა, პირადი ავტოტრანსპორტის არსებობა (ოპერაციების უმეტესი ნაწილი ხორციელდება ელექტრონულად ოფისიდან, მაგრამ ეპიზოდურად არის გეზში ფიზიკურად მისვლის საჭიროება);
** უპირატესობა მიენიჭებათ საბაჟო ორგანოებში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|