Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=667155&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ბიოდიზელი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: ორშ.-პარ. : 10:00-19:00
ანაზღაურება: 2000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** საბუღალტრო პროგრამა ORIS 7-ში მუშაობა;
** პირველადი დოკუმენტების შედგენა და დამუშავება (ინვოისი, მიღება-ჩაბარება, ანგ.ფაქტურა და ა.შ);
** სახელფასო უწყისების წარმოება და გატარება;
** ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, საბანკო გადარიცხვების განხორციელება;
** სხვა ბუღალტრული გატარებები კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე;
** დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი;
** საბუღალტრო რეპორტების მომზადება;
** მთავარი ბუღალტრის და ფინანსისტის დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში;
** კომპანიაში ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა ORIS 7-ში მუშაობის საფუძვლიანი - პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება სავალდებულოა;
** ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიული მომზადების დამადასტურებელი სერტიფიკატი (სასურველია AССA-ის სერტიფიკატი);
** ბუღალტრის სასერტიფიკაციო გამოცდების სერტიფიკატები;
** ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების კვალიფიციური ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel);
** საგადასახადო კანონმდებლობის კვალიფიციური ცოდნა;
** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი-სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@biodiesel.ge (ველში - "subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება) და გაითვალისწინოთ, რომ განიხილება მხოლოდ იმ დაინტერესებული კანდიდატების რეზიუმეები, რომლებსაც გააჩნიათ საბუღალტრო პროგრამა ORIS-7- ში მუშაობის საფუძვლიანი - პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია