დასახელება:
ბალახის საფარის მომვლელი
|
მომწოდებელი:
თბილისი ჰილს გოლფ ენს რეზიდენსის
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
შპს "თბილისი ჰილს გოლფ ენს რეზიდენსის" ეძებს გოლფის მოედნების ბალახის საფარის მომვლელს!
კომპანიის შესახებ
"თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსის" ერთ-ერთი ინოვაციური და უდიდესი დეველოპერული პროექტია საქართველოში, რომელიც თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალ მანძილზეა განლაგებული და აერთიანებს 331 ჰექტარზე გაშენებულ კომპლექსს, რომელიც მოიცავს 18-ფოსოიან საერთაშორისო სტანდარტების გოლფის მოედანსა და ახალი ევროპული სტილის დასახლებას.
"თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსის" კომპლექსი 2022 წლის გოლფის ტოპ 100-ში დასახელდა და ორჯერ იყო ნომინირებული, როგორც ევროპის საუკეთესო გოლფის მოედანი.ასევე, არის FIABCI-Georgia Prixd` Excellence 2022-ის გამარჯვებული ენერგოეფექტური და მწვანე დეველოპმენტის კატეგორიაში.
სამუშაოს შესახებ
ჩვენ ვეძებთ ბალახის საფარის მომვლელს, რომელიც დაგვეხმარება თბილისი ჰილსის გოლფის მოედნების მაღალი სტანდარტებისა და საუკეთესო ხარისხის შენარჩუნებაში.
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
** შეასრულოს გოლფის მედნის მოვლის ყოველდღიურად გაწერილი სამუშაოები
** შეეძლოს მუშაობა ისეთ აღჭურვილობაზე როგორიც არის ბალახის სათიბი და საჭრელი ტექნიკა
** შეასრულოს სამუშაო, როგორიც არის ნიადაგის მომზადება, ბალახის თესვა, ხეების გასხვლა და შეეძლოს სასათბურე პირობებში მუშაობა
** წელიწადის ყველა სეზონზე გარე სივრცეში მუშაობა
კომპანია გთავაზობთ:
** ფიქსირებული ხელფასი (1300 ლარი ხელზე ასაღები თანხა + ბონუსი)
** ტრანსპორტირება
** საერთაშორისო, მშვიდი და ჯანსაღი სამუშაო გარემო
** შესაძლებლობა უფასოდ შეისწავლო და ითამაშო გოლფი
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30.09.2025.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები გამოგვიგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@tbilisihills.com. გთხოვთ, "subject"-ში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება "Greenkeeper".
შემდგომ ეტაპზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|