Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=667131&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილავიამშენი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"თბილავიამშენი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამ. 191.
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

შესყიდვების დეპარტამენტის სპეციალისტის ძირითადი ამოცანაა უზრუნველყოს შესყიდვების პროცესის ეფექტური დაგეგმვა, ორგანიზება და მონიტორინგი მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად, განსაკუთრებით სახელმწიფო შესყიდვების პროცესის ფარგლებში. სპეციალისტი აქტიურად მონაწილეობს ტენდერების გამოცხადებასა და მართვაში, უზრუნველყოფს კომუნიკაციას დაინტერესებულ მხარეებთან და ამზადებს სრულყოფილ სატენდერო დოკუმენტაციას.

ძირითადი მოვალეობები:

** სახელმწიფო შესყიდვების გეგმების მომზადება, პერიოდული განახლება დაშესრულების მონიტორინგი;
** ტენდერის გამოცხადებისთვის საჭირო ტექნიკური დავალებების, სატენდერო დოკუმენტაციისა შედგენა;
** სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ტენდერების რეგისტრაცია, მონიტორინგი და კომუნიკაცია დაინტერესებულ მიმწოდებლებთან;
** ტენდერებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია (მათ შორის წინასწარი ტექნიკური შეფასებები, განაცხადების გადამოწმება, კომისიის მუშაობის მხარდაჭერა);
** გამარჯვებული პრეტენდენტების შერჩევის პროცესის სამართლებრივი და ტექნიკური თვალსაზრისით მონიტორინგი;
** ხელშეკრულებების გაფორმება, შესრულების პირობების კონტროლი და დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოება;
** შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და მათი მინიმალიზაციის რეკომენდაციების შემუშავება;
** შესყიდვების დეპარტამენტის ფარგლებში პერიოდული ანგარიშების და ანალიტიკის მომზადება ხელმძღვანელისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამართალმცოდნეობის, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით);
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ან შესყიდვების დეპარტამენტში;
** სახელმწიფო შესყიდვების საკანონმდებლო ბაზის სიღრმისეული ცოდნა;
** სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემასთან მუშაობის გამოცდილება - სავალდებულო;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებისა და პროცედურების მართვის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

რას გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა დინამიკურ და განვითარებად გარემოში;
** ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საინტერესო და მასშტაბურ პროექტებში;
** კონკურენტული ანაზღაურება: 2000-3000 ლარი გროსი (დამოკიდებულია პრეტენდენტის გამოცდილებაზე);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მეგობრული, პროფესიონალი გუნდი და კოლეგიალური სამუშაო გარემო;
** დასაქმება ხდება 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 30.09.2025
განაცხადის გაგზავნა: info@tam.ge, m.chumburidze@tam.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: "შესყიდვების დეპარტამენტის სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია