Робота для біженців з України
ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელი - გარდაბანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ნავთობკომპანია ქონექთი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
ნავთობკომპანია "ქონექთი" - ბენზინგასამართი სადგურების ქსელი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას,  ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: გარდაბანი
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული

ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა.
** წყობიდან გამოსული ტექნიკის შესაბამის სერვისში შეკეთებისა და აღდგენის ორგანიზება.
** კომპანიის ბალანსზე არსებული ან შესაძენი ავტომობილების დიაგნოსტიკა.
** საჭიროების შემთხვევაში ავტომობილის სათადარიგო ნაწილების ბაზრის კვლევა და შეძენა.
** კომპანიის მძიმე ტექნიკის საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა მიმდინარე პროექტების საჭიროებებიდან გამომდინარე.
** ავტოპარკის ტექნიკურ და ვიზუალურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა.
** პარკირების და ტექნიკური დათვალიერების ვადების კონტროლი.
** შესაბამისი კვალიფიკაციის მძღოლებისა და ოპერატორების მოძიება და მათი შერჩევა HR სამსახურთან თანამშრომლობით.
** ტექნიკის აღრიცხვის ბაზების წარმოება და ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.
** საწვავის მოხმარების აღრიცხვისა და გაცემის კონტროლი.
** ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში სათადარიგო ნაწილების მოძიება და დროული აღდგენის უზრუნველყოფა.
** გეგმური პროფილაქტიკური შემოწმებებისა და საჭიროებით გამოწვეული სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ინჟინერიის, ტრანსპორტის ან ტექნიკური მიმართულებით);
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება ავტოპარკის/ტრანსპორტის მართვის მიმართულებით;
** ავტომობილებისა და მძიმე ტექნიკის ტექნიკური სპეციფიკის ცოდნა;
** სატრანსპორტო დოკუმენტაციის წარმოებისა და აღრიცხვის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Excel) სამუშაო დონეზე ფლობა;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია;

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური და პრობლემების დროულად გადაჭრის უნარი;
** კომუნიკაციის და მოლაპარაკების ეფექტური უნარები;
** გუნდში მუშაობის და თანამშრომლების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე