დასახელება:
უფროსი შიდა აუდიტორი
|
მომწოდებელი:
ნავთობკომპანია ქონექთი
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
|
ნავთობკომპანია ქონექთი - ბენზინგასამართი სადგურების ქსელი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას, უფროსი შიდა აუდიტორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა,
** გრაფიკი: სტანდარტული,
** ანაზღაურება: შეთანხმებით,
პოზიციის ზოგადი აღწერა:
პოზიცია გულისხმობს, კომპანიაში არსებული შიდა პროცესების, პროცედურების, ბიზნეს გარემოს შესწავლას და შეფასებას მათი გაუმჯობესების მიზნით, ასევე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მიზნით.
ძირითადი ფუნქციები:
** კომპანიაში არსებული და მიმდინარე ბიზნეს გარემოსა და პროცესების შესწავლა და მათი აღწერა;
** კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი და შეფასება;
** კომპანიაში დანერგილი კონტროლის სისტემებისა და მექანიზმების ეფექტურობის შესწავლა, შეფასება, ანალიზი და ტესტირება;
** ბიზნეს პროცესებში არსებული ხარვეზების, დარღვევების და შეუსაბამობების იდენტიფიცირება და შეფასება;
** თაღლითობის შემთხვევების გამოვლენა, გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირება;
** კომპანიის ბიზნეს პროცესების შესაბამისობის დადგენა შიდა პოლიტიკებთან და პროცედურებთან;
** იდენტიფიცირებულ რისკებზე დაფუძნებული შიდა აუდიტის გეგმის შემუშავება;
** ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
** შიდა აუდიტის ანგარიშების და რეპორტების მომზადება;
** გაცემული რეკომენდაციების შესრულების პერიოდული მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან/და აუდიტის მიმართულებით;
** შიდა აუდიტორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის მაღალ დონეზე
ძირითადი უნარები:
** მათემატიკური უნარები;
** ინოვაციური, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, ობიექტურობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარი.
** დროის ეფექტური მართვა და დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|