Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=667087&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბელაჯიო
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
ფოლადის მასალების იმპორტიორი კომპანია "BELLAGIO -ბელაჯიო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი-ბელიაშვილის 187

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული მომხმარებლებისა და ასევე პოტენციურ მომხმარებლებთან პროფესიონალური კომუნიკაცია და სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა და პოტენციურ კლიენტებთან შეთანხმებების გაფორმება
** მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება
** სატელეფონო გაყიდვების განხორციელება
** ბაზრისა და კონკურენტების მონიტორინგი

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მენეჯმენტის ან მარკეტინგის მიმართულებით)
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (სამშენებლო სფერო ჩაითვლება უპირატესობად)
** ძლიერი კომუნიკაციური და მოლაპარაკების უნარები
** გაყიდვებზე ორიენტირებული აზროვნება და შედეგზე მუშაობის უნარი
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Word, Excel)
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)

პიროვნული თვისებები:

** თავდაჯერებული და კეთილგანწყობილი კომუნიკაცია
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა
** სწრაფად ადაპტირების უნარი
** გუნდში და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებული ანაზღაურება + მაღალი ბონუსები 2000 +
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** კარიერულ ზრდასა და პროფესიულ განვითარებას
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ულიმიტო სასაუბრო დრო

სამუშო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00სთ. შაბათი (თვეში 2-ჯერ)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: g.khidesheli@bellagio.ge სათაურის ველში მიუთითეთ: გაყიდვების მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია