Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=667086&print=yes&view=jobs
 
პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: თეგეტა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

თუ ფიქრობ რომ შეგიძლია:

** სხვადასხვა ადმინისტრაციულ პროექტებში მონაწილეობა;
** შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი რეპორტების წარმოება;
** პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროცესების კოორდინაცია;
** პროექტის სხვადასხვა სამუშაოებისა და მათი შესრულების ვადების მუდმივი მონიტორინგი;
** შემოსული დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და განაწილება;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
** მონაცემთა ბაზების დამუშავება და პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა სახის რეპორტების წარმოება;

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა;
** MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება სამშენებლო მიმართულებით გამოცდილება.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1942

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია