დასახელება:
ტრენინგი - AI შრომით ურთიერთოებებში
|
მომწოდებელი:
საქართველოს უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
|
საქართველოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ 2-დღიან ინტენსიურ ვორქშოფს: "ხელოვნური ინტელექტი შრომით ურთიერთობებში: სამართლებრივი გამოწვევები და HR პრაქტიკა".
ვორქშოფის თემები:
I. დასაქმების წინაპირობები და გასაუბრებები
** რა არის ხელოვნური ინტელექტი, როგორ მუშაობს და რა გავლენას ახდენს შრომით ურთიერთობებზე
** როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი კანდიდატების მოძიებისა და შერჩევის პროცესს, მოქმედი სამართლებრივი რეგულაციები
** პრაქტიკული გამოწვევები
** AI-ის ეთიკური გამოყენება HR-ში (ალგორითმების გამჭვირვალობა, მონაცემთა დაცვა და "bias"-ის შემცირება).
** ტალანტების მართვა (როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი მემკვიდრეობის დაგეგმვასა და ლიდერების განვითარებას).
** AI-ს გამოყენება HR ანალიტიკაში (მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, ქცევითი ანალიტიკა, შრომითი რისკების წინასწარი იდენტიფიკაცია)
** რას უნდა იცნობდეს HR მენეჯერი და შრომის სამართლის იურისტი დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად
II. შრომითი ურთიერთობებზე ტექნოლოგიის გავლენა
** სამუშაო დრო: მოქნილი გრაფიკი, მუდმივი ხელმისაწვდომობის მოლოდინი, რეალური სამუშაო დროის განსაზღვრა "on-call" რეჟიმი
** ანაზღაურება: დროის ნაცვლად შედეგებზე დაფუძნებული ანაზღაურება
** კონფიდენციალურობა: მონიტორინგი, პერსონალური მონაცემების დაცვა
** ტრენინგისა და განვითარების პროგრამები (AI-ზე დაფუძნებული პერსონალიზებული სწავლის პლატფორმები და სამართლებრივი გამოწვევები)
** ხელშეკრულების მოშლა: ტექნოლოგიური ცვლილებების გამო თანამდებობების გაუქმება, გადამზადება და დაცვის მექანიზმები
III. შრომითი დავები და AI-ის როლი
** ხელოვნური ინტელექტის როლი და გამოყენების შესაძლებლობები შრომითი დავების გადაწყვეტის პროცესში
ვისთვის არის ვორქშოფი:
** შრომის სამართლის იურისტები
** HR სპეციალისტები და მენეჯერები
** კორპორაციული იურისტები და შრომითი დავების პრაქტიკოსები
სამუშაო ენა: ქართული
თარიღი: 11, 12 ოქტომბერი 2025 წელი. *შაბათი, კვირა.
დრო: 12:00 - 17:00
ფორმატი: ადგილზე,
მისამართი, საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისი, კოსტავას 77ა, UG მე-4 კორპუსი
ვორქშოფს გაუძღვებიან:
** ნატა სტურუა, სამართლის დოქტორი შრომის სამართლის მიმართულებით, საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი, მკვლევარი, სამართლის და დავების გადაჭრის ექსპერტი ავსტრიის IT:U - ინტერდისციპლინარული ტრანსფორმაციის უნივერსიტეტში, რომელიც ევროპის ერთ-ერთი პირველი სრულად დიჯიტალიზაციასა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული საჯარო უნივერსიტეტია.
** მარიამ ჯანჯარია, PHRi, საქართველოს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის სამსახურის უფროსი. ადამიანური კაპიტალის მართვის და ციფრული ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი.
კურსის ღირებულება: 600 ლარი, საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის იმოქმედებს 50% ფასდაკლება.
ანგარიშსწორების დეტალები: სს "ბაზისბანკი", ბანკის კოდი CBASGE22, მიმღების დასახელება შპს "საქართველოს უნივერსიტეტი" (მოკლევადიანი სასერთიფიკატო კურსები") IBAN GE80BS000000000873609
რეგისტრაცია: ბოლო ვადა 2025 წლის 6 ოქტომბერი, ბმული: https://forms.gle/j6YqMWX4BY7sLbfH9
დეტალებისთვის მოგვწერეთ: m.janjaria@ug.edu.ge
|
|
|
|