დასახელება:
სასტუმროს ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო Route
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
|
სასტუმრო "Route" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკ.
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება და მომსახურება;
** ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით;
** ჯავშნების მიღება და პროგრამულად მართვა, მათ შორის Booking.com-ზე;
** შემოსული სატელეფონო ზარების და ელ-ფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr.rosehotel@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სასტუმროს ადმინისტრატორი";
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|