Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=667033&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ლუკოილ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
"ლუკოილ-ჯორჯია" 2002 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მას შემდეგ კომპანია მუდმივად აფართოებს საქმიანობას როგორც სამომხმარებლო, ისე კორპორაციულ სექტორებში. საწვავის იმპორტისა და რეალიზაციის გარდა, კომპანია საქართველოში ლუკოილის საავტომობილო ზეთების იმპორტსაც უზრუნველყოფს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა და ეკოლოგიური უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვა.

ჩვენ წარმოგიდგენთ ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი ცვლები, ყოველ მეორე დღეს.
ანაზღაურება: 860-920 ლარი ხელზე ასაღები, ფიქსირებული ბონუსები.
პროგრამები: რეფერალური პროგრამა, ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთა მომსახურება/კონსულტაცია;
** სამუშაო სივრცეში პროდუქციის განთავსების შესაბამისობა ბრენდის სტანდარტებთან და სტაბილური მონიტორინგი მისი წარდგენის ხარისხზე;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის დროული შევსება, რათა პროდუქცია იყოს ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის;
** მომხმარებლისთვის ეფექტური და ინფორმირებული შეთავაზებების წარდგენა არსებული აქციებისა და სპეციალური პირობების შესახებ;
** სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების მუდმივი დაცვა და ხარისხის კონტროლი.

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებელი მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** მაღალი პასუხისმგებლობის განცდა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა და სისხარტე.

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: hrgeorgia@eu.lukoil.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მოლარე-კონსულტანტი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 15 ოქტომბერი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია