Робота для біженців з України
Product Owner
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Product Owner
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
"Hashbank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. Ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე. ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: Product Owner

პროდუქტი: მომხმარებლის 360° ჰაბი. ძირითადი საბანკო სისტემის ინტერფეისი. ბანკის თანამშრომლებისთვის შექმნილი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მომხმარებლის 360° ხედვას და ყველა ძირითადი საოპერაციო პროცესის მართვას ერთ სივრცეში.

ძირითადი ფუნქციები:

** სტეიკჰოლდერებთან რეგულარული თანამშრომლობით პროდუქტის საერთო ხედვის (Product Vision) ჩამოყალიბება;
** ბანკის სტრატეგიული პრიორიტეტების, პროდუქტის საერთო ხედვისა და ბანკის შიდა მომხმარებლების საჭიროებების გათვალისწინებით, Roadmap-ის შემუშავება და განახლება;
** Roadmap-ის, პროგრესისა და განვითარების გეგმის რეგულარული გაზიარება სტეიქჰოლდერებთან და შიდა დაინტერესებულ მხარეებთან;
** ბიზნეს მოთხოვნების შეგროვება, ანალიზი და დოკუმენტირება;
** პროდუქტის თანმდევი ბიზნეს პროცესების ანალიზი, დიაგრამების შექმნა, არაეფექტურობისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** სამომხმარებლო ღირებულების უზრუნველსაყოფად საჭირო პროდუქტის უმცირესი ვერსიის (MVP) განსაზღვრა;
** განსაზღვრულ პრიორიტეტებზე დაყრდნობით, პროდუქტის Backlog-ის ჩამოყალიბება და მართვა, Epic-ებისა და User Story-ების შემუშავება, პროდუქტის ვიზუალური პროტოტიპების შემუშავების უზრუნველყოფა;
** პროდუქტის წარმატების კრიტერიუმის განსაზღვრა - მეტრიკების იდენტიფიცირება და ანალიზი, პროდუქტის წარმატებისა და მომხმარებლის კმაყოფილების ზრდის უზრუნველსაყოფად;
** მომხმარებლის საჭიროებების მუდმივი შესწავლა. მომხმარებლის ტკივილის წერტილების (Pain Points) იდენტიფიკაცია და მთლიანი სამომხმარებლო ციკლის (User / Customer Journey) გაუმჯობესებისათვის საჭირო იდეების შემუშავება;
** პროდუქტის შედეგების რეგულარული მონიტორინგი და ანალიზი;
** დეველოპერების გუნდის მხარდაჭერა და პროდუქტის განვითარების პროცესში დაფიქსირებული დაბრკოლებების დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** შიდა სასწავლო მასალებისა და მხარდაჭერის პროცესის შემუშავება;
** გუნდებსა და სტეიკჰოლდერებს შორის კომუნიკაციის მართვა და კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი, ან მონათესავე სფერო.

ცოდნა და გამოცდილება:

** შიდა საბანკო სისტემების მართვის, ან განვითარების გამოცდილება პროდუქტის მფლობელის, ან ანალიტიკოსის როლში.
** ბანკის საოპერაციო პროცესების სიღრმისეული ცოდნა. • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
უნარები:
** კარგად განვითარებული ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** პროაქტიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ძლიერი ანალიტიკური უნარები;
** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** ბიზნეს პროცესების განვითარებასთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე