Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების კონსულტანტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: სავაჭრო ცენტრი პანორამა ქუთაისი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
ბრენდული ტექსტილის და ავეჯის სახლი პანორამა-ქუთაისი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კორპორატიული გაყიდვების კონსულტანტი.

საქმიანობა: ბრენდული საოჯახო ტექსტილის, დეკორაციის, ავეჯის და საოფისე ნივთების ადგილზე და ონლაინ რეალიზაცია;

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ.10

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორატიული, საცალო, სატელეფონო და ონლაინ შეკვეთების მიღება.

მოთხოვნები:   

** გამოცდილება გაყიდვების წარმოებასა და მართვაში;
(ანალოგიურ სფეროში ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი სტაჟი-მთავარი პირობა);
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

ანაზღაურება:

ფიქსირებული 1000 ლარი+პრემია, საშუალოდ 1200 -1500 ლარი შედეგის და სტატუსის მიხედვით;

კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრების შედეგად არჩეული კანდიდატები გაივლიან 2 კვირამდე არაანაზღაურებად სწავლება-ტრენინგებს.

ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება.

სამუშაო გრაფიკი სრული: 11-00 დან 19-00 ზამთრის გრაფიკი; 2 დასვენების დღე;

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო და კომფორტულ გარემოს მინიმალური დატვირთვით;
** მზარდ ანაზღაურებას და საბონუსე სქემას - შედეგებთან ერთად მზარდია ფიქსირებული ანაზღაურება და მაღალი ბონუსის გამომუშავების შესაძლებლობა;
** ყოველდღიურ მენტორინგს - გეყოლება პირადი მენტორი, რომელიც ადაპტაციის პერიოდში დაგეხმარება სწავლებასა და ყოველდღიური სამუშაოების შესრულებაში;

გთხოვთ CV ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნოთ ფოსტაზე: vacancy@pm.ge და საბჯექტში მიუთითოთ პოზიცია ან მოგვწეროთ ვაიბერზე ან ვათცაპში ნომერზე:
Viber WhatsApp: +995 599 068 468

გთხოვთ CV ში მიუთითოთ წინა სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი;
კომუნიკაცია, კითხვები და გასაუბრების მომზადება მხოლოდ მიმოწერით Viber WhatsApp-ში. მიმოწერა ატარებს წინასწარი გასაუბრების ხასიათს და ემსახურება გასაუბრების მომზადებას. ზარებზე პასუხი არ გაიცემა.

https://classica.com.ge/ka/
https://office1.ge/ka/

ვეთანხმები, რომ ჩემი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.თქვენი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარებისშ ესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი)თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გაქვთ განაცხადი, შესაძლებელია გამოიყენებულ იქნას აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე