Робота для біженців з України
დამხმარე ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ბუღალტერი
მომწოდებელი: გრინ სთორ
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
კომპანია "გრინ სთორ"-ი გიწვევთ დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.

"გრინ სთორ"-ი გახლავთ ტექნიკის მაღაზიათა ქსელი. კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "გრინ სთორ"-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.
ტექნიკის ერთერთი დიდ ჰიპერმარკეტის ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა ცნობილი ბრენდი.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების და ა.შ. ოპერაციების) შესრულება;
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ხელშეკრულებები, ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) - წარმოება და დაარქივება;
** ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება-აღრიცხვა;
** ხარჯების, შესყიდვის ასახვა, მომსახურეობის ხარჯების ფაქტურების დადასტურება და შემოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** MS Office-ის (Word, Excel) ცოდნა;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა 1С-ში მუშაობის გამოცდილება;
** 1წ მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

პიროვნული თვისებები:

** გაწონასწორებული, ყურადღებიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო პირობები:

** ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00 სთ, შაბათი-კვირა დასვენება
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ბელიაშვილის N 106.
** ანაზღაურება: 1200ლ (ნეტი)

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: HR@metromart.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. (წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება რეზიუმე)
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების, ასევე შერჩევის ეტაპზე, და შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

კომპანია "გრინ სთორი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე