Робота для біженців з України
ოპერატორი - ქუთაისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
სს მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისსა და ბათუმში ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 17 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.

ძირითადი მოვალეობები:

** საკრედიტო და არასაკრედიტო გეგმის შესრულება ეფექტური გაყიდვების გზით;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხსა და განვითარებაზე ზრუნვა;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა / შეთავაზება;
** მომხმარებლის ხარისხიანი, ზუსტი და კვალიფიციური მომსახურება, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** საკრედიტო განაცხადის მიღება, მომხმარებელთან ჩაღრმავებული ინტერვიუს წარმოება და მისი ზოგადი ფინანსური მდგომარეობის შეფასება;
** საკრედიტო ფაილების მომზადება და მათი საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;
** სესხის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება.
** შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** Fitpass მომსახურების კორპორატიული პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას;
** დასაქმებულის საპენსიო შენატანი (2%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://hel-ai.com/apply/riJX7Csc და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე