დასახელება:
საწყობის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
მიდეა
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
შპს "ემტექნიკსი" - ბრენდი ""Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.
შპს "ემტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში. სოფელი კრწანისი, გიგანტის დასახლება.
ფუნქცია-მოვალეობები:
** 1C სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობა (კერძოდ: საწყობიდან გასული საქონლის რეალიზაციაზე ზედნადების გააქტიურება, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება და დასრულება);
** უკან დაბრუნებული საქონლის მიღება და ზედნადების გააქტიურება/დასრულება;
** საწყობიდან სხვა ობიექტებზე გადაზიდული საქონლის შიდა გადაზიდვის ზედნადების გააქტიურება/დასრულება/კორექტირება.
** მიღებულ საქონელზე შესყიდვის დოკუმენტის აღრიცხვის კოორდინატორისთვის მიწოდება, შესაბამისი ნაშთის არ არსებობის შემთხვევაში შესყიდვების სამსახურის უფლებამოსილი პირის წერილობითი ინფორმირება;
** რეალიზებული პროდუქციის ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტების, ზედნადებების შენახვა-დაარქივება;
** საწყობიდან რეალიზებულ პროდუქციაზე საგარანტიო ტალონების შევსება, მძღოლისთვის, ყიდველისთვის გადაცემა;
** რეალიზებული პროდუქციის დაგეგმილი მიწოდების ვადის ცვლილების თაობაზე, გაყიდვების სამსახურის/ მონიტორინგის ოპერატორის დაუყოვნებლივი ინფორმირება.
** აღრიცხვის კოორდინატორთან ერთად მისამართების ამოღება-დაგეგმვა-გადანაწილება;
** საწყობის მენეჯერისთვის პროგრამული ნაშთების მიწოდება;
** დანაკლისი-ზედმეტობის აღმოჩენის შემთხვევაში, საწყობის მენეჯერის და აღრიცხვის კოორდინატორის დახმარება პროგრამულ ნაწილში;
** თვეში ერთხელ მძღოლების მიერ განხორციელებული მიწოდების რეპორტების ამობეჭდვა/მიწოდება საწყობის მენეჯერისთვის, ფინანსური დეპარტამენტისთვის;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე);
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა სასურველია (1c)
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** სისხარტე;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
ანაზღაურება:
ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი
დღეში ერთჯერადი კვების საფასური 7 ლარის ოდენობით.
სამუშაო გრაფიკი:
კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე.
შაბათი მოკლე სამუშაო დღე 10-დან 15 საათამდე.
ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ასეთის არსებობის შემთხვევაში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@midea.ge 2025 წლის 30 სექტემბრამდე.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:
** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
მოგახსენებთ, რომ შპს "ემტექნიკსი" დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოცულობით და მასშტაბით რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით. შპს "ემეტქნიკსი"-ს მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური ინფორმაცია შესაბამისი წესით შპს "ემტექნიკსი"-ს მიერ ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთანავე, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება ვაკანტური პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც მითითებული ვადით.
მოგახსენებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ კომპანიაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია უსასყიდლოდ, ამასთანავე ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით. აღნიშნულისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@midea.ge, ან დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ნომერზე: 0322 52 43 43;
გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.
|
|
|
|