Робота для біженців з України
ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის სპეციალისტი
მომწოდებელი: დომუს დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
Domus Development-ში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც ჩართული იქნება ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის პროცესებში.

პოზიცია უზრუნველყოფს მნიშვნელოვან როლს კომპანიის ფინანსური მდგრადობისა და ზრდის პროცესში.

ძირითადი მოვალეობები:

ბიუჯეტირება და პროგნოზირება:

** კომპანიის ბიუჯეტის მომზადება და პერიოდული გადახედვა.
** სხვადასხვა დეპარტამენტთან მუშაობა და საჭირო ინფორმაციის შეგროვება.

ფინანსური ანალიზი:

** ისტორიული ფინანსური მონაცემების ანალიზი.
** გაყიდვების ანალიზი, ვადაგადაცილებების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.

რეპორტინგი და მონაცემთა ვიზუალიზაცია:

** ყოველთვიური/ყოველკვარტლური ფინანსური რეპორტების მომზადება
** Dashboard-ების შექმნა და გაუმჯობესება.

სტრატეგიული მხარდაჭერა:

** გრძელვადიანი სტრატეგიული ამოცანების დაგეგმვაში მხარდაჭერა და შესაბამისი ანალიზის მომზადება.
** M&A, Valuation, Cost saving ანალიზების ჩატარება.
** ფინანსური მონაცემების ხარისხიანი მართვა და ავტომატიზაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით.
** ფინანსური ანალიზისა და ბიუჯეტირების პროცესების ცოდნა.
** Excel-ის და ფინანსური ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა.
** მონაცემთა ანალიზისა და რეპორტინგის უნარი.
** გუნდში მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი ელექტრონულ მისამართზე career@domusi.com არაუგვიანეს 2025 წლის 30 სექტემბრისა. გთხოვთ, ელფოსტის სახელის ველში მიუთითოთ: "FP&A.2025".

კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს დომუს ჯგუფი, მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. მონაცემთა დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის შეფასება მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებთან დაკავშირებით და დასაქმების გადაწყვეტილების მიღება. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. კანდიდატს უფლება აქვს: მოითხოვოს ინფორმაცია Domus-ის მიერ დამუშავებული საკუთარი პერსონალური მონაცემების შესახებ, მოითხოვოს მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.

ნებისმიერი მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: career@domusi.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე