დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება PR-სა და მარკეტინგის მიმართულებით
|
მომწოდებელი:
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი" (სეუ) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის PR-სა და მარკეტინგის მიმართულებით.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
ხანგრძლივობა: 6 თვე
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
** ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაცია;
** სტარტაპ ეკოსისტემასთან ინტეგრაცია, პარტნიორებთან თანამშრომლობა;
** ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის PR და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება უნივერსიტეტის საერთო ბრენდირების პოლიტიკის ფარგლებში;
** ფაკულტეტის ღონისძიებების (ღია კარის დღე, გამოფენები, პრეზენტაციები, კონკურსები და სხვა) დაგეგმვა და ორგანიზება;
** სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების წარმატებების გაშუქება და ფაკულტეტის იმიჯის გაძლიერება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (აუცილებელია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის მიმართულებით);
** ინგლისური ენა - მინიმუმ B2 დონე;
** კომპიუტერული პროგრამები - MS Office.
პიროვნული უნარები:
** ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს ცოდნა;
** ინგლისურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზების უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.
შერჩევის ეტაპები:
** CV-ების გადარჩევის ეტაპი;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|