Робота для біженців з України
სოციალური მედია მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედია მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურში სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქ.#9
ხანგრძლივობა: 6 თვე;

ძირითადი მოვალეობები:

** უნივერსიტეტის ყველა სოციალური ქსელის გვერდის მართვის პროცესში ჩართულობა;
** უნივერსიტეტის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების მუდმივი მონიტორინგი, უნივერსიტეტის იმიჯისა და რეპუტაციის შემლახველი საფრთხეების დროულად გამოსავლენად;
** უნივერსიტეტის სოციალური ქსელის გვერდების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და ხედვის წარდგენა;
** უნივერსიტეტში ჩატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი სასწავლო და
კულტურული ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციის განთავსება სოციალურ ქსელებში;
** უნივერსიტეტის სოციალური ქსელების მუშაობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება;
** სფეროში ახალი ტრენდების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ბაკალავრიატის სტუდენტი (ბიზნესის ადმინისტრირება, ჟურნალისტიკა, მენეჯმენტი)
** ქართულ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** ინგლისურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი (B1);
** კომპიუტერული პროგრამების (Outlook; MS Office; Social Media; Google AdWords; Facebook Ads) ცოდნა;
** გამართული მეტყველება.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** თავაზიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტიანი მართვა;
** ინფორმაციის შეგროვება;
** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი;

შერჩევის ეტაპები:

** CV - ების გადარჩევის ეტაპი;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესებულმა პირებმა, 2025 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით, გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@seu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე