დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
მატიო
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
|
შპს "მატიო" აცხადებს ვაკანსიას კრიპტო ოფისის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, კოტე მარჯანიშვილის 19
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 20:00
ანაზღაურება: 1200 ლარი თვეში (ფიქსირებული)
შპს "მატიო" ეძებს ორგანიზებულ და პასუხისმგებელ მოლარე-ოპერატორს კრიპტოვალუტის გადამცვლელი ოფისისთვის. ვახორციელებთ სრულ ტრენინგს და უზრუნველყოფთ მხარდაჭერას ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების სისტემაში რეგისტრაცია
** კრიპტოვალუტის ფიატ ვალუტაში (და პირიქით) გაცვლის ოპერაციების წარმოება (კრიპტოვალუტა ↔ ნაღდი ფული)
** ფულადი სახსრების მართვა და სიზუსტის კონტროლი სალაროში
** განაცხადების დამუშავება კომპანიის სისტემის მეშვეობით
** შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა დაარქივება
** ბალანსის და ტრანზაქციების ლოგის მართვა
** საჭიროების მიხედვით კანონმდებლობის შესაბამისი იდენტიფიკაცია ვერიფიკაციის პროცესების ჩატარება (KYC)
** ფულთან სიზუსტით და პასუხისმგებლობით ოპერირება
მოთხოვნები:
** სასურველია სამოშაო გამოცდილების ქონა შემდეგ კომპანიებში მოლარე-ოპერატორის პოზიციებზე: ლომბარდი, მიკროსაფინანსო, კრიპტო-გადამცვლელი, ვალუტის-გადამცვლელი, ბანკი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ
** ენები: ქართული (სრულად), რუსული და ინგლისური (საშუალო)
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონი - (+995) 599 39 87 27
ელფოსტა - rati.meskhishvili@matio.com.ge
|
|
|
|