Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Digital Area
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
Digital Area აცხადებს დროებით ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე (3 თვე).

Digital Area საქართველოს ბანკის ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებებს:
extra.ge - მაღაზიების ციფრული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 620-ზე მეტ პარტნიორის 200 000-ზე მეტ ნივთს

optimo.ge - გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის.

Biletebi.ge - ბილეთების გაყიდვის პირველი ქართული პლატფორმა, რომელიც უკვე 15 წელია მომხმარებლებს საყვარელი ღონისძიებების ბილეთების შეძენაში ეხმარება.
izibox.ge - ლოგისტიკური მომსახურებისა და სასაწყობე სივრცით უზრუნველყოფა კლიენტებისათვის.

Digital Area ციფრული ეკოსისტემაა, რომლის მთავარი მიზანი ტრადიციული ბიზნეს პროცესების გაციფრულება და შესაბამისად, მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი - ციფრული გამოცდილების შექმნაა.

რა იქნება შენი როლი ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

** თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** სხვადასხვა დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** არსებულ და ახალ ვენდორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
** სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების შევსება და კონტროლი;
** ოფისისთვის საჭირო სხვადასხვა ტიპის შესყიდვების განხორციელება;
** სამუშაო ტექნიკის აღრიცხვა და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა ვენდორი კომპანიის დახმარებით.

ამ პოზიციაზე დაგეხმარება, თუ:

** გაქვს ადმინისტრაციული მიმართულებით მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** ფლობ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე;
** გაქვს საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პოზიციაზე მნიშვნელოვანია:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მხარდაჭერის მუდმივი მზაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის მართვის უნარი.

რას გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს და კოლეგების მხარდაჭერას;
** ადმინისტრაციული გამოცდილების გაღრმავების შესაძლებლობას;
** ცოდნისა და უნარების განვითარებას ყოველდღიური პრაქტიკული საქმიანობის გზით.

სამუშაო გრაფიკი:

5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
10:00 საათიდან - 19:00 საათამდე
დასაქმების ადგილი: თბილისი, პეკინის ქუჩა N41

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ლინკზე: https://bit.ly/3g2x0px

თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე