Робота для біженців з України
უძრავი ქონების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: PB Property
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
კომპანია "PB Property" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

ვებ-გვერდი: https://pbproperty.ge/

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00 საათამდე
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, ფალიაშვილის ქუჩა

ძირითადი მოვალეობები:

** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია და მათთვის ოპტიმალური ობიექტების შერჩევა;
** გასაყიდი უძრავი ქონების ბაზის შექმნა/გაზრდა/განახლება/ფორმირება;
** უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი და შესაბამისი შეთავაზებების მოძიება;
** შეხვედრების დაგეგმვა და მოლაპარაკებების წარმართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური) მაღალ დონეზე;
** საბაზისო საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად;
** უძრავი ქონების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელფოსტაზე : gvantsa@pbservices.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე