Робота для біженців з України
ფიზკულტურის მასწავლებელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფიზკულტურის მასწავლებელი
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
საქართველოს კარიტასი აცხადებს ვაკანსიას ფიზკულტურის მასწავლებლის თანამდებობაზე.

თანამდებობა: ქ. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის პროექტის ფიზკულტურის მასწავლებელი
პროგრამა/პროექტი დასავლეთ საქართველოს პროგრამა
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი, 50%
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის ქ.#33

სამუშაო მიზანი:

ახალგაზრდული დღის ცენტრის ფიზკულტურის მასწავლებელი პასუხისმგებელია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დროულ და ეფექტურ განხორციელებაზე; მოსწავლეთა ფიზიკურ, მორალურ და სოციალურ განვითარებაზე ასაკობრივი თავისებურებების გათვაისწინებით. ეს როლი სცილდება ტექნიკურ სწავლებას და მიზნად ისახავს ისეთი ღირებულებების დანერგვას, როგორიცაა პატივისცემა, სამართლიანი თამაშის პრინციპი და გუნდური მუშაობა უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს მეშვეობით.

ძირითადი მოვალეობები:

** ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ფიზიკურ, პიროვნულ და ფსიქოლოგიურ ზრდას;
** სახალისო და მასტიმულირებელი სპორტული აქტივობების ჩატარება,
** ინკლუზიური და თანასწორი გარეოს შექმნა, სადაც ყველა ბავშვი მათი შესაძლებლობების მიუხედავად შეძლებენ ფიზიკურ ქატივობებშ მონაწილეობას;
** დისციპლინის, წესებისა და მოწინააღმდეგეების პატივისცემის, თანამშრომლობისა და სოლიდარობის მნიშვნელობის სწავლება;
** მოვალეა დღის ცენტრის კოორდინატორს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
** ვალდებულია დროულად დაგეგმოს ბენეფიციარის მომსახურების ინდივიდუალური გეგმა და იზრუნოს მის განხორციელებაზე.
** პასუხისმგებელია სათანადო ყურადღება მიაქციოს ბენეფიციარს, როგორც ცენტრის ტერიტორიაზე, ასევე მის გარეთ, პროექტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების დროს (ექსკურსია, კინო/თეატრი).
** ვალდებულია მშობელს მიაწოდოს ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისი შვილის/ მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შესახებ.
** მონაწილეობა მიიღოს ბავშვთა პროგრამის თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში.
** უზრუნველყოს მის მიერ შერჩეული ღონისძიების ორგანიზება წელიწადში ერთხელ.
** პასუხისმგებელია პროექტის ინვენტარზე, რომელიც ერიცხება.
** პასუხისმგებელია სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე.
** პროექტის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს კარიტასის ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით.
** მოვალეა იყოს კარიტასის ბავშვთა პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი.
** საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხელმძღვანელობის სხვა დავალებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება და გამოცდილება

აუცილებელია:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფიზიკური აღზრდის სპორტის მიმართულებით)
** ბავშებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
** სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება
** პირველადი დახმარების ცოდნა

ცოდნა და უნარები:

აუცილებელია:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
** კომუნიკაციის კარგი უნარები

პიროვნული მახასიათებლები:

აუცილებელია:

** ემპათიური
** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
** მოქნილი, ღია, მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
** როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა

სასურველია:

ქველმოქმედების/მოხალისეობის სფეროს ცოდნა
იუმორის გრძნობა

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: loredana.monetti@caritas.ge
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის შიგნით:

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 16.09.2025
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 21.09.2025

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 22.09.2025
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 30.09.2025

ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.caritas.ge
https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე