Робота для біженців з України
დასუფთავების მენეჯერი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების მენეჯერი
მომწოდებელი: დიალოგ კოხტა აპარტს
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად, 134 ნომრიანი ახალაშენებული აპარტსასტუმრო "დიალოგ კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ბაკურიანი

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს სისუფთავის მონიტორინგი;
** ოთახების, ტექნიკური და სხვა აღჭურვილობის კონტროლი, ნებისმიერი ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის განყოფილებას;
** ზედამხედველობა გაუწიოს დასუფთავების გუნდის საქმიანობას;
** შეაფასოს სტუმართა კმაყოფილება და მომსახურების ხარისხი მისი მუდმივი გაუმჯობესების მიზნით;
** იმოქმედოს დეპარტამენტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში, შეიმუშაოს მარაგისა და ხარჯების კონტროლის მექანიზმები და ეფექტური სამუშაო განრიგი;
** შეადგინოს და განაახლოს დასუფთავების თანამშრომლების სამუშაო გრაფიკი და უზრუნველყოს მისი შესრულება;
** უზრუნველყოს, რომ მისი გუნდის წევრებმა იცოდნენ ოთახების ტიპები და მომსახურებები;
** შეინარჩუნოს დადებითი კომუნიკაცია და სამუშაო ურთიერთობა სასტუმროს ყველა დეპარტამენტთან, გარე მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან;
** უზრუნველყოს დასუფთავების თანამშრომლების მუდმივი დატრენინგება;
** აკონტროლოს დეპარტამენტის თანამშრომლების უნიფორმების მდგომარეობა და აუცილებლობის შემთხვევაში ახლის შეკვეთა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროს ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებისა და მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** MS Office - ის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც მიმართულია თანამშრომლის განვითარებაზე;
** კვებით უზრუნველყოფას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dialoghotels@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "დასუფთავების მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე