Робота для біженців з України
დასუფთავების სუპერვაიზერი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: დიალოგ კოხტა აპარტს
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად, 134 ნომრიანი ახალაშენებული აპარტსასტუმრო "დიალოგ კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ბაკურიანი

ძირითადი მოვალეობები:

** ქიმიკატებისა და ნებისმიერი სახარჯი მასალის მარაგის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის მარაგების ამოწურვის შესახებ;
** დასუფთავების განყოფილების თანამშრომელთა ყოველდღიური საქმიანობის შედგენა, მართვა და მონიტორინგი, ოთახების და საზოგადოებრივი ადგილების დალაგების ხარისხის შემოწმება;
** დეპარტამენტის თანამშრომლების უნიფორმების მდგომარეობის კონტროლი და აუცილებლობის შემთხვევაში ახლის შეკვეთა;
** ცვლის მანძილზე წარმოშობილი პრობლემების მოგვარება;
** დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა, დასუფთავების თანამშრომლების მუდმივი დატრენინგება;
** უზრუნველყოს, რომ მისი გუნდის წევრებმა იცოდნენ ოთახების ტიპები და მომსახურებები;
** ოთახების, ტექნიკური და სხვა აღჭურვილობის კონტროლი;
** სტუმართა კმაყოფილების და მომსახურების ხარისხის შეფასება მისი მუდმივი გაუმჯობესების მიზნით;
** გენერალური მენეჯერის დავალებით სხვა მოვალეობების შესრულება;
** სამუშაო ადგილას სისუფთავის დაცვა და უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროს ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებისა და მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** MS Office - ის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც მიმართულია თანამშრომლის განვითარებაზე;
** კვებით უზრუნველყოფას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dialoghotels@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "დასუფთავების სუპერვაიზერი."

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებებს გისურვებთ!

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე