Робота для біженців з України
ჭურჭლის მრეცხავი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: დიალოგ კოხტა აპარტს
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად, 134 ნომრიანი ახალაშენებული აპარტ-სასტუმრო "დიალოგ კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ბაკურიანი

საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის საცხოვრებელსა და ტრანსპორტირებას.

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს საოპერაციო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, კვების ობიექტზე გამოყენებული ჭურჭლის რეცხვა და შენახვა;
** სამზარეულოს არეალის დალაგება და ინვენტარ - დანადგარების ყოველდღიური დასუფთავება;
** სარეცხი მანქანების მართებული გამოყენება და საწმენდი საშუალებების მარაგის კონტროლი;
** საჭიროებისამებრ სხვადასხვა მითითებების შესრულება.

საჭირო უნარები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პროფესიული სერტიფიკატი, კვების ან მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული;
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც მიმართულია თანამშრომლის განვითარებაზე;
** კვებით უზრუნველყოფას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dialoghotels@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ჭურჭლის მრეცხავი."

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე