დასახელება:
ტექნოლოგიურ სამსახურში ტექნოლოგ-სტაჟიორი
|
მომწოდებელი:
ნიკორა
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
|
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა ჯგუფი" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა ჯგუფი" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.
"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge
შპს "ნიკორა" აცხადებს ტექნოლოგიურ სამსახურში ტექნოლოგ-სტაჟიორებზე ვაკანსიას.
ძირითადი სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: კვირა-პარასკევი, 08:00-17:00 (სწავლასთან ხელშეწყობა)
სამუშაო ანაზღაურება: 1000 ლარი (net);
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე;
დამატებითი პირობები: სატრანსპორტო ულიმიტო ბარათი, კვება
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გაწერილი ტექნოლოგიური პროცესების საწარმოს თანამშრომელთა მიერ დაცვის კონტროლში მონაწილეობის მიღება;
** წარმოების პროცესში ტექნოლოგიური დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში მიზეზების დადგენა, მათი აღმოფხვრის გზების მოძებნა და შესაბამისი ზომების მიღება;
** საწარმოს ექსპერიმენტული (ახალ ან არსებულ პროდუქტებზე ცდების ჩატარება) სამუშაოებში ჩართულობა;
** გაწერილი ტექნოლოგიური ინსტრუქციების მიხედვით პროცესების შესრულების კონტროლი;
** დეგუსტაციისათვის პროდუქციის მომზადება, ახლად შემუშავებული რეცეპტურების განხილვაში მონაწილეობა და შესაბამისი პროცესების წარმოება ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში საერთო თათბირზე დასწრება, ტექნოლოგიური პრობლემების არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის მიღება და მოგვარების გზების ძიება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად.
** საწარმოში ზოგადი ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვა;
** სამუშაო პროცესების შეფერხების, ხარვეზების არსებობის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა (ქუდის, ხელთათმანის, სამუშაო ფორმის ტარება);
** საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
ძირითადი სამუშაო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი, კვების ან/და სურსათის წარმოების ტექნოლოგიის მიმართულებით (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** MS Office (Ms Word & Ms Ecxel - საშუალო დონე);
** ერთ-ერთი ევროპული ენა (რუსული ან/და ინგლისური - A2 დონე).
დამატებითი სამუშაო მოთხოვნები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სისწრაფე და მოქნილობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს ნიკორა ს/კ 400132183 და უფლებამოსილი პირის - სს "ნიკორას" ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nikora.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს ნიკორა ს/კ 400132183 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
შპს ნიკორა ს/კ 400132183 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
|
|
|
|