დასახელება:
დემონსტრატორი
|
მომწოდებელი:
მაკიტა საქართველო
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
|
"მაკიტას" ფილიალი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას დემონსტრატორის პოზიციაზე
სამუშაო გამოცდილება: 1-3 წელი
გრაფიკი: სრული დღე
მთავარი ამოცანა: Makita-ს პროდუქციის არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, Makita-ს ბრენდის პოპულარიზაცია.
პასუხისმგებლობები:
** კლიენტთა ბაზის გაფართოება, საბოლოო მომხმარებლის მოძიება და მოზიდვა (მშენებლობის, რემონტის სფეროს ორგანიზაციები და ა.შ.) საქართველოს ტერიტორიაზე;
** Makita ინსტრუმენტის მასტერკლასების, პრეზენტაციების, დემონსტრაციების ორგანიზება და ჩატარება (დამტკიცებული გეგმის მიხედვით), მათ შორის:
- მანქანის შევსება Makita-ს ხელსაწყოებისა და აქსესუარების ასორტიმენტით;
- დემონსტრირებული ხელსაწყოების, სარეკლამო მასალების მიწოდება პრეზენტაციის ადგილზე;
- მასალების შეძენა და მათი დამუშავება დემონსტრაციების დროს,
- დემონსტრაციებისთვის რეკვიზიტების დამონტაჟება და დემონტაჟი;
- საბოლოო მომხმარებლის ინფორმირება ხელსაწყოს ფუნქციებისა და უპირატესობების შესახებ, რჩევები შესყიდვის, გამოყენების, სერვისის შესახებ და ა.შ.;
- გამოფენებში, პრეზენტაციებსა და სხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
- სადემონსტრაციო ხელსაწყოს გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება, ხელსაწყოს მოვლის დაგეგმარება;
- მანქანის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი, მანქანის დროული მოვლა;
- გაწეული სამუშაოს რეგულარული ანგარიშების მომზადება.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** აქტიური გაყიდვების გამოცდილება;
** კომუნიკაციის უნარი, გამართული მეტყველება, პრეზენტაციის უნარი;
** ხელსაწყოს პროფესიული გამოყენების უნარები;
** MS Office-თან, ინტერნეტთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა;
** პოზიტიური დამოკიდებულება, აქტიურობა, ინიციატივა;
** მოგზაურობის სურვილი, დინამიკური სამუშაო გრაფიკი და "ცხოვრება ბორბლებზე";
** უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
პირობები:
** შრომითი ხელშეკრულებით ოფიციალური რეგისტრაცია, გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
** მივლინებები დანიშნულ ტერიტორიაზე;
** გათვალისწინებულია მანქანა მივლინებისთვის;
** კომპენსაცია მობილური კომუნიკაციების, საწვავის და საპოხი მასალებისთვის;
** ფიქსირებული ხელფასი გასაუბრების შედეგების მიხედვით.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@makita.ge
|
|
|
|