Робота для біженців з України
ბიზნეს განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: SS.ge
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
SS.ge აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

SS.ge არის ყველაზე დიდი განცხადებების პლატფორმა საქართველოში, სადაც წარმოდგენილია უძრავი ქონება, დასაქმება, განათლება, მარკეტი, ავტო, მომსახურება და ფინანსების რუბრიკები. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ Growth Manager-ს, რომელიც უხელმძღვანელებს მომსახურების რუბრიკის განვითარებას და უზრუნველყოფს მისი ზრდის სტრატეგიის წარმატებით განხორციელებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ბაზრის ანალიზისა და მომხმარებელთა ქცევის კვლევის საფუძველზე;
** პროდუქტის განვითარების გუნდთან თანამშრომლობა ახალი ფუნქციონალის დანერგვისა და არსებული პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით;
** მარკეტინგის გუნდთან ერთად მიზნობრივი კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება კატეგორიის ცნობადობის გაზრდისა და ახალი მომხმარებლების/პარტნიორების მოზიდვისთვის;
** პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება სერვისების ეკოსისტემის გასაფართოებლად და მონეტიზაციის შესაძლებლობების განვითარებისთვის;
** სთეიქჰოლდერებთან კომუნიკაცია და რეპორტინგი.
** საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს განვითარების მენეჯერის/პროექტის მართვის/კოორდინატორის პოზიციაზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** საქმის გადანაწილების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ ზრდას და კომპანიაში დაწინაურების შესაძლებლობას;
** პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობას;
** პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად ტრენინგ/კურსების დაფინანსებას;
** ჯანსაღ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ #49.
ანაზღაურება: ფიქსირებული, საბონუსე სისტემა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 16 ოქტომბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge და Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე