Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=666903&print=yes&view=jobs
 
სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: მასტერ ქონსთრაქშენ
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
"მასტერ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: დიასახლისი, საწყობის თანამშრომელი/კონსულტანტი, გაყიდვების მენეჯერი

1) დიასახლისი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე; 09:00-18:00 სთ

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის დასუფთავება;
** პატარა საწყობის მოხვეტა

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

პირობები:

** ხელფასი: 800 ლარი
** მისამართი: თბილისი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის ქუჩა 33

2) საწყობის თანამშრომელი/კონსულტანტი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე; 09:00-18:00 სთ, შაბათი მორიგეობით

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ჩანგლიანი დამტვირთველის მართვის სერტიფიკატი (სასურველია)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** კეთილსინდისიერება
** ორგანიზებული

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების უზრუნველყოფა
** პროდუქციის აგროვება შეკვეთაში განსაზღვრული ზუსტი სახეობების, რაოდენობების მიხედვით
** გასაცემად გამზადებული შეკვეთების მძღოლისთვის მითვლა და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა
** საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
** სამუშაო ადგილზე მოწესრიგებული სამუშაო გარემოს შენარჩუნების უზრუნველყოფა
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
** ჩანგლიანი დამტვირთველის საშუალებით პროდუქციის დასაწყობება
** საწყობში არსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი
** კომპანიაში არსებული მასალების შესწავლა

მისამართი: თბილისი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის ქუჩა 33

3) გაყიდვების მენეჯერი

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი
** კომუნიკაბელური, ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი
** პუნქტუალური, მოტივირებული და ენერგიული
** ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ადამიანებს
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა აუცილებელია

ძირითადი მოთხოვნები: მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება სასურველია

მოვალეობები:

** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა
** მომხმარებელთან აქტიური და ეფექტური მომსახურება

ჩვენთან გელოდებათ:

** მეგობრული და კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო
** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
** სამუშაო დღეები კვირაში 5 დღე, შაბათს მორიგეობა

მისამართი: თბილისი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის ქუჩა 33

მეილი: llc.masterconstruction@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია