Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=666902&print=yes&view=jobs
 
დღის სმენის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღის სმენის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო მარჯან პლაზა
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
4* ვარსკვლავიანი სასტუმრო "მარჯან პლაზა" 2022 წლის ოქტომბრის თვიდან ოფიციალურად ოპერირებს სასტუმრო-სარესტორნო ბაზარზე და ღირსეულ კონკურენციას უწევს საქართველოში არსებულ ადგილობრივ თუ უცხოურ ბრენდებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, საპატიო ადგილი უკავია Booking. Com- ის სარეიტინგო სიაში.

"სასტუმრო მარჯან პლაზა" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამენტში დღის სმენის ადმინისტრატორის (Receptionist) პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, დ.უზნაძის ქუჩა 65
სამუშაო განაკვეთი: სრული 12 საათიანი ცვლა 2/2
ანაზღაურება: ფიქსირებული
ბენეფიტი: კვება და დაზღვევა

ადმინისტრატორის ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება;
** სტუმრის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით;
** მომხმარებლებთან სატელეფონო, პირდაპირი თუ ელ-ფოსტით კომუნიკაცია, მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
** ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა, როგორც მომხმარებელთან, ასევე თანამშრომლებთან;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა - მათ გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;

  
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ;
** ინგლისური და რუსული ენის ფლობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ, პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ გარემოს;
** სწავლებისა და განვითარების პროგრამებს;
** გუნდური აქტივობების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@marjanplaza.ge და წერილის, თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის თემატური დასახელება - "ადმინისტრატორი".

მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "რედვუდ ჰოსპიტალიტი მენეჯმენთ"-ის მიერ (ს/ნ.: 402270671) იურ. მის.: ქ. თბილისი, დ.უზნაძის 65) მეშვეობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Hr@marjanplaza.ge;
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია