Робота для біженців з України
დარბაზის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დარბაზის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.

კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.

ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე:

https://www.facebook.com/vakeproducts/
https://www.facebook.com/vacancy.vake

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე" აცხადებს ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ.თბილისში:

ლოკაცია: ვაკე, ი. ჭავჭავაძის #57; ავლაბარი ნ.ირბახის ქ. #17
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო ცვლებში, კვირაში 40 საათი

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევისა და Fitpass-ის შეთავაზებას
** 10 %-იან ფასდაკლებას ჩვენს უგემრიელეს ხორცპროდუქტზე
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას

ძირითადი ფუნქციები:

** მაღაზიაში პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
** ფასების სწორად და დროულად განთავსება და კონტროლი
** სავაჭრო ობიექტზე სრული ასორტიმენტის უზრუნველყოფაზე კონტროლი და ნებისმიერ სასაქონლო ჯგუფში ობიექტებზე მარაგების კონტროლი;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
** მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
** პროდუქციის შენახვისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმისა და შენახვის პირობების მუდმივი კონტროლი;
** მაღაზიის გეგმის შესრულებაზე ზრუნვა;
** მაღაზიების თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, სამუშაო გრაფიკების შემუშავება, შესაბამისი სწავლებების უზრუნველყოფა.

ძირითადი ფუნქციები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდის მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@vake.ge და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "დარბაზის ადმინისტრატორი"

ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 283 183.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს !

გაცნობებთ, რომ შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე" თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

მოგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი პერსონალური მონაცემების შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე"-სთვის გაგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს კომპანიაში არსებულ/სამომავლო ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, თქვენი თანხმობა აუცილებელია შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

აქვე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. ამასთან, უფლება გაქვთ მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება წერილობით შემდეგ ელფოსტაზე info@vake.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, გმირი კურსანტების ქუჩის II შეს. N7.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ წინამდებარე ვაკანსიაზე განხილვის გარდა, გაცნობებთ, რომ თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნას კომპანიაში არსებულ/სამომავლო ნებისმიერ სხვა პოზიციაზე.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ დაიკავებთ ვაკანტურ პოზიციას შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე"-ში, თქვენ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე