დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
GFC Consulting
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
|
შპს "GFC Consulting" 2012 წლიდან წარმოადგენს ბუღალტრული მომსახურების და საკონსულტაციო ფირმას, რომელიც დაკომპლექტებეულია ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდით და ემსახურება 50 მდე მცირე და საშუალო მოცულობის (SMB) საწარმოებს.
შპს "GFC Consulting" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე ქალაქ თბილისში მდებარე კონტრაგენტი კომპანიის კვების ობიექტების აღრიცხვის მიზნით.
სამუშაო პირობები:
** ქ. თბილისი, კონტრაგენტი კომპანიის ოფისი;
** სამუშაო საათები: სრული სამუშაო განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00);
** ანაზღაურება 3000-3500 ლარი (ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის გარეშე);
** ჯანმრთელობის დაზღვევის საბაზისო პაკეტი
ძირითადი მოვალეობები:
** ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
** საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება/წარგზავნა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად;
** საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
** სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი;
** დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
** სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
** სხვა, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ბუღალტრული საქმიანობები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია საგასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** უპირატესად ჩაითვლება ACCA სერტიფიკატი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel სავალდებულოა);
** ბუღალტრული პროგრამა (ORIS 7/ BALANCE ცოდნა სასურველია)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სწრაფად ათვისების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელფოსტაზე: hr@gfcc.ge. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი".
|
|
|
|